11:17 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 18:32:43, 509 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე

პლენარულ სხდომაზე, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

„პანდემიის მართვაში აქტიური ჩართულობის პარალელურად, შრომის ინსპექციის სამსახური უწყვეტად ასრულებდა მის ძირითად საქმიანობას, რომელიც შრომის უსაფრთხოების გარდა, უკვე შრომითი უფლებების დაცვასაც ემსახურება. შრომითი დისკრიმინაცია, გენდერულ ჭრილში შევიწროვება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია ის აქტუალური საკითხებია, რომლებზე ზედამხედველობის პასუხსიმგებლობა აიღო შრომის ინსპექციის სამსახურმა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთოხების ინსპექტირების გაძლიერების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები და  ფატალური  შედეგები. გასულ წელს, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მიუხედავად, არ შეჩერებულა სამშენებლო სექტორის საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ რისკებს მოიცავს.

• 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი  უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა  შემცირებულია 27 %-ით.

• ხოლო,  სამუშაო გარემოში გარდაცვალების მაჩვენებელი 75%-ით.

მინდა აღვნიშნო, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ წარმოადეგენსდამსჯელობით ორგანოს. არამედ, იგი ზედამხედველობას უწევს და  მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორთან, რომელთანაც ქტიურად  ახორციელებს საკონსულტაციო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს. მსგავსი პარტნიორული დამოკიდებულების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში შემოწმებული ობიექტების ხელმეორე გადამოწმებისას, მათი უმრავლესობა  პროტოკოლისდაცვითახორციელებდასაქმიანობას.  

უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics