11:17 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 16:23:27, 579 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთო ადგილზე ჩამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთო ადგილზე ჩამოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე, სოფელ მლეთაშია ჩამოყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა მოქალაქე, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. მამაკაცი ტაძრის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ დაარჩენა მოუწია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გავიდნენ.

ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად მოქალაქესთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შეძლეს შეუძლოდ მყოფი მოქალაქის დროულად პოვნა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics