|
2021-04-28 15:28:08, 470 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
ნაძალადევის რაიონში მდებარე ეროსი მანჯგალაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა. „მიუხედავად არსებული პანდემიისა და რთული პერიოდისა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეგვიჩერებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ქალაქში ის მასშტაბური სამუშაოები განვახორციელოთ, რომელიც დედაქალაქს ესაჭიროება. ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოებს კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ. ხდება იმ მილსადენების ცვლილება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებით დამეთანხმებიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ ამ გზით და იციან, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ პირობა გვქონდა მიცემული და შესაბამისად, მისი მოწესრიგება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი. „წყალმომარაგების, წყალარინებისა და ბუნებრივი აირის ქსელების შეცვლის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი LED სანათებით. შესაბამისად, მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)