|
2021-04-24 16:11:06, 686 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი უწყების მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად და ქართულ ჯარზე თავდასხმად აფასებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე. მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქართულ ჯარში იმ უპრეცედენტო აღმშენებლობის პროცესს უკავშირდება, რომელიც პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და კვლავაც გრძელდება. მან აბსურდი უწოდა ბრალდებებს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს სამხედროებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის მხარდაჭერა, სწორედ იმ წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა, რაც უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელდა. ჯუანშერ ბურჭულაძე გარკვეული მედიასაშუალებების მიერ აუდიტის დასკვნის ინტერპრეტაციასაც გამოეხმაურა. „ეს არის წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ მიტაცებული თანხები, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია, ეს არის დებიტორად აღრიცხული ჩვენს ბალანსში. უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ჩვენი ხელისუფლების ნაკლოვანებად. ჩვენ პირიქით, გავასწორეთ აღნიშნული მონაცემები ბალანსში და 2020 წელი იქნება გასწორებული საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოყოლებული. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა ხელმძღვანელობამ“, - განმარტა მინისტრმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)