08:12 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 22:08:11, 518 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები სპორტის სფეროში ნიჭიერი ახალგაზრდების  მხარდაჭერისკენ  მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. 

,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაც. ანალოგიური პროექტები ჩვენ სამგორის, ვარკეთილის და გლდანის რაიონებშიც განვახორციელეთ და ამით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო ორი პროექტი უნდა განხორციელდეს დიდ დიღომში და ნუცუბიძეზე. პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და ეს ინფრასტრუქტურა მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი სწორად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.

აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics