|
2021-04-23 12:03:18, 647 ნახვა
საზოგადოება
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა
ქართული ღვინის ონლაინ წარდგენას ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული პირები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოების ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ. სარა ებოტის შეფასებით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა; მონაწილეებმა საუკეთესო შეფასებები გამოხატეს, ხოლო რამდენიმე უკვე დაინტერესდა ქართული ღვინის შეძენით. ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, დიდ ბრიტანეთში, 2021 წლის მარკეტინგული ღონისძიებები, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში გაგრძელდება. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "Swril Wine Group" განახორციელებს, რომელსაც ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება. ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა ონლაინ მედიაპლატფორმაზე გაგრძელდება. ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებით, 2014 წლიდან, დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა - 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 500 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ 154% შეადგინა. ექსპორტი მზარდია 2021 წელსაც. ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)