09:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 19:06:52, 497 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტთან, ჯორჯინა ბეიქერთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.

მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, მათ შორის, საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში.

მხარეებმა ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გააქტიურებაზე.

ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრს მიულოცა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების წარმატებით განთავსება, რაც მისი თქმით, ნიშნავს დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს  ქვეყნის დახმარებას, როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics