|
2021-04-22 15:47:11, 705 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა
თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ. თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ასოციაცია აგორას შედეგიანი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. „შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და უფრო ფართო ჭრილში, თბილისის, როგორც „მწვანე“ ქალაქის ხედვის წარმოჩენა. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პროექტის მეორე ფაზის ეტაპზე, დღეს მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ცენტრი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს როგორც საგანმანათლებლო, ისე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. ასევე, იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ღონისძიებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბება და მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერა წარმოადგენს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)