06:14 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 14:52:43, 483 ნახვა

საზოგადოება
ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის  გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა.

შესრულებულ სამუშაოებს და მიმდებარედ არსებული ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. აქ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან ერთად და ვნახეთ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ შარშან დავამთავრეთ ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს ხიდი კი ამორტიზებული იყო. იგი სრულად განახლდა, პრაქტიკულად, ახალი პროექტი განხორციელდა. სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ერთადერთი, რაზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ეს არის ქვედა ნაწილში,  დამჭერი კედლის განახლება, რასაც ერთი თვე დაჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 1700 კვ. მ  ფართობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის ახალი საფარი, თვალამრიდები,  ტროტუარები, სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო და დაზიანებული ნაწილები აღდგა.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან  1 328 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics