|
2021-04-17 13:03:36, 436 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, აზეულას ქუჩაზე 7 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. მოეწყობა ველობილიკი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს. ასევე, დაგეგმილია გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. „ჩვენთვის მწვანე სივრცეების მოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მთაწმინდას კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ისარგებლებს, არამედ ზაფხულში ამოსული დამსვენებლებიც. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყება და დაახლოებით, ივნისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 500 000 ლარია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)