|
2021-04-15 13:23:06, 699 ნახვა
საზოგადოება
17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერის, ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხის ცივილური ფორმებით გადაწყვეტა. „შაბათს, 18.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ, გამოვუცხადოთ ჩვენი სოლიდარობა. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება. შაბათს დაიწყება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება ამ საკითხის ნორმალური, ცივილური ფორმებით გადაწყვეტა“, - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ. შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს და გიგანტური ჰესის მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)