09:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 23:02:48, 507 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი სვანეთის რეგიონის მოსახლეობას მესტიაში ემსახურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე აწვდის სააგენტოს სერვისებს.

სვანეთის რეგიონის მოსახლეობას დაბა მესტიაში, 12 აპრილიდან 15 აპრილამდე შესაძლებლობა აქვთ მომსახურების სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სერვისცენტრამდე ვიზიტის გარეშე, ადგილზე დაარეგისტრირონ საკუთარი სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) და საჭიროების შემთხვევაშ შეცვალონ ძველი სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

დაბა მესტიის გარდა, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებში გრძელდება ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილი ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების ახლით შეცვლის პროცესი. ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება (თუ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები: მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ არ არის შეცვლილი)

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით და დაიცვან სოციალური დისტანცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics