13:13 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 11:46:19, 821 ნახვა

ეკონომიკა
2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 821.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 952.4 მლნ. აშშ დოლარი (2.4 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics