01:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 10:56:17, 492 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობა 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება - დაირგო ხეები და დაითესა ბალახი.

მერიის ცნობით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,AWARD’’-მა განახორციელა და აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 267 841 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics