13:13 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 12:48:17, 715 ნახვა

სამართალი
ოზურგეთში ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი მცირეწლოვანი

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულები კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილები.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics