13:13 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 12:38:40, 624 ნახვა

სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics