|
2021-03-29 12:30:37, 435 ნახვა
საზოგადოება
ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა ქურდიანის ქუჩის N2-ში მოსასვენებელი სივრცის მოწყობა. 700 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე,დეკორატიული ფილები იგება, განათების სისტემა მონტაჟდება. ამის შემდეგ საპარკე ინვენტარიგანთავსდება, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია რულონური ბალახის დაგებასარწყავი სისტემით. ტერიტორიაზე ხე-მცენარეებიც დაირგვება. მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით,ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მ.მ“ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 116 919 ლარს შეადგენს. მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)