|
2021-03-26 12:02:01, 1198 ნახვა
საზოგადოება
ანიტა რაჭველიშვილი - თეა წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან, არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს!
„ქართულ ოცნებაზე“ უარესი მთავრობა საქართველის ისტორიაში არ გვყოლია, - ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოს სცენაზე არ იმღერებს. „უსამართლობასთან, დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. 9 წელი სად იყავიო, რომ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე ახალი დამწყები მომღერალი. ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა და ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესაც. არასდროს არ ვიქნები არც ერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დავაფასებ და ცუდს არ ვაპატიებ. ვოცნებობ, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხსა და მომავალზე და რომელიც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის, რომ ერთი მარტივი რეალობა აღიქვას: რაც უფრო დიდხანს და წარმატებულად ემსახურები შენს ხალხსა და ქვეყანას, მით უფრო დიდხანს იქნები მთავრობაში და ამისგან მხოლოდ მოიგებ შენც და ერიც. წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველაფერზე წამსვლელებიც არიან. ახლანდელები კი იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატსა და აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმში, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ მართვა და ქვეყანას სინათლის სიჩქარით ანადგურებენ. არ ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე. მე ვემიჯნები აბსოლუტურად ყველაფერს, რაც „ქართულ ოცნებას“ ეხება. „ქართულ ოცნებაზე“ უარესი მთავრობა საქართველის ისტორიაში არ გვყოლია. ოლიგარქმა შეისყიდა საქართველო და გადაგვცა პუტინს! სიბოროტეს განასახიერებს „ქართული ოცნება“ ჩემს თვალში. ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა. მე არასდროს წავალ პოლიტიკაში, რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე. წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილი ციხეშია. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე, სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს! მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! “საქართველოისტი” ვარ და იცით რატომ? იმიტომ. ის იქნება ჩემთვის ღირსეული, ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს!“,- წერს ანიტა რაჭველიშვილი.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)