14:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 10:23:52, 612 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  „გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის - საქართველო“  მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს. კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სათბური აირების შემცირების მიმართულებით. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და  ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკანონმდებლო მხარდაჭერაა.

კონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო მდგრადი  განვითარების მიზნების მიღწევის პერსპექტივებსა და ქვეყნების მიერ „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.

„გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამთავრობო, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics