|
2021-03-26 01:40:35, 627 ნახვა
საზოგადოება
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, დამცავი კედლის მოწყობა უკვე დაიწყო
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერიამ დღესვე, დამცავი კედლის მოწყობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. მერის მოადგილის თქმით, კედლის მოწყობის შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება. „დღეს დილით ჩამოიშალა მიწის მასა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და როგორც ხედავთ, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგნაირი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და მოეწყოს კედელი, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, ფერდზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, უფრო მასშტაბური სამუშაოებიც იგეგმება. „დედაქალაქის მერიას დეტალური პროექტები უკვე გამზადებული აქვს მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოს, რომელიც გაცილებით მასშტაბური იქნება, თუმცა, ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. სამუშაოების წარმოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)