|
2021-03-24 15:35:36, 1147 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ, ვაქცინის მიმართ უპრეცედენტო პასიურობა და სკეპტიციზმია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაზე მოსახლეობის უპრეცედენტო პასიურობაა და ამასთანავე, შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი. „საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვია, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეორე - ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი და ესეც დაბალია, მაგრამ ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, საქართველო დღეს დგას გზაგასაყართან. უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი. პირველი - ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ მიუხედავამ იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს და ერთვება აქტიური, მსხვილმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად ვაფართოებთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალ ადგილებში შეკრებას. მეორე - ეს არის გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრით და ვერ ვატარებთ სრულმასშტაბიან ვაქცინაციას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)