|
2021-03-21 13:54:56, 636 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს მეგი ბაქრაძეს დახმარება, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას
ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს მეგი ბაქრაძეს დახმარება, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, - ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა. როგორც ოჯახის ადოკატი აცხადებს, მეგის წინა დღეებში დაუნიშნეს წამლები, რომელთან დაკავშირებითაც თვითონ მასაც არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია. „ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი ახალციხეში და ხო არ მოხდა თბილისში გარდაცვლილის გადმოსვენება. ექსპერტიზა ამ კითხვების ნაწილზე მოგვცემს პასუხს, ამის იქით კიდევ პროცედურული პროტოკოლია, რომელიც დამატებით უპასუხებს ჩვენ კითხვებს და საბოლოო ჯამში, მთლიანად გავერკვევით, რა მოხდა ამ საქმეში და როგორ გარდაიცვალა მეგი. ოჯახის ინფორმაციით, მეგის წინა დღეების განმავლობაში დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული, ზუსტად რა ტაბლეტებია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზე იყო საუბარი და რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა, საკვანძო აღმოჩნდეს და ამის გარკვევა იქნება მნიშვნელოვანი. ყველამ შეამჩნია, რომ მკლავზე სავარაუდოდ აქვს ალერგიული რეაქცია და ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იქნა შეგროვებული ანამნეზი და რამდენად სწორად იხელმძღვანელა ანამნეზით კლინიკამ. თუ მოლოდინზეა საუბარი ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უნდა მომზადდეს“, - აცხადებს ადვოკატი. შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე კორონავირუსის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)