|
2021-03-21 11:33:28, 597 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად სასაზღვრო სექტორ "ლეკისყურეს" ესტუმრა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა. "შინაგან საქმეთა მინისტრისთვის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და, ამ კუთხით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო საზღვარი დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, განვითარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები და კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ გასულ წელს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა 4 სასაზღვრო სექტორი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სექტორი "ლეკისყურეც", რომლის ტერიტორიაზეც ახლა ვიმყოფებით, ერთ-ერთია ამ ოთხ სექტორს შორის. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სასაზღვრო პოლიციის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მესაზღვრეების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.", - განაცხადა ნიკოლოზ შარაძემ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, 5 მესაზღვრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით "უმწიკვლო სამსახურისათვის" დაჯილდოვდა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)