19:24 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 17:08:48, 784 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა სტამბულში „შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

16-17 მარტს, პანდემიის შემდეგ, სტამბულში, „ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TMTM) პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა.

შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა 2020 წლის მუშაობის შედეგების ანგარიში წარადგინეს და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ხემლძღვანელი პირები დაესწრნენ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, 2020 წელს მარშრუტი სტაბილურად ვითარდებოდა და სატრანზიტო საკონტეინერო გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა.

ТМТМ-ის (Middle Corridor) სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2021 წლის გადასაზიდი ტვირთების მოცულობა განსაზღვრეს და კონკურენტუნარიან სატარიფო განაკვეთებზეც შეთანხმდნენ. გადაზიდვების გეგმის თანახმად, 2021 წელს ТМТМ-ის პრიორიტეტს სერვისების განვითარება და სატრანზიტო საკონტეინერო გზავნილების მოცულობის ზრდა წარმოადგენს. 

სხდომის მონაწილეებმა,  ТМТМ-ის მარშრუტის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების  გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილება  მიიღეს შემუშავდეს  ТМТМ-ის 2025  წლამდე განვითარების სტრატეგია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) ყველა მონაწილის მხრიდან მკაფიო, თანმიმდევრულ და საპასუხისმგებლო ზომების მიღებას მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics