08:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 10:27:33, 516 ნახვა

კომენტარი
ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე - ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია

ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, - ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს განმეორებითი ღრმა კვლევები მომდევნო 24 საათში ჩაუტარდება.

„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ შემდეგ 24 საათში. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე.  ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, ეს ნიშნავს რომ აპარატთან სინქრონშია, წნევა ხერხდება 3 მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება“, - განაცხადა ლალი ტუძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანი COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics