|
2021-03-18 20:50:51, 618 ნახვა
საზოგადოება
ევროპის წამლის სააგენტო - „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური, – ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორმა, ემერ კუკმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვაქცინის შესაძლო გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნო. „ჩვენმა ექსპერტთა კომიტეტმა „ასტრაზენეკათი“ აცრილთა შორის სისხლის თრომბის შემთხვევების შესწავლისას დაადგინა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მისი სარგებელი ხალხის „კოვიდ-19“-ისგან დაცვაში აღემატება შესაძლო რისკებს. კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული თრომბოემბოლიური მოვლენების ან სისხლის კოლტების საერთო რისკის ზრდასთან“, – განაცხადა ემერ კუკმა. მისივე თქმით, გამოძიებისას და შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევათა მცირე რაოდენობა იშვიათი და უჩვეულო თუმცა, შედედების ძალიან სერიოზული დარღვევა, შემთხვევების უფრო დეტალურად შესწავლის წინაპირობა გახდა. „მტკიცებულებაზე დაყრდნობით და ღრმა ანალიზის შემდეგ, რომელიც მოიცავდა კლინიკურ ანგარიშებისა და გაკვეთის დასკვნებს, ჩვენ საბოლოოდ მაინც ვერ გამოვრიცხავთ კავშირს ამ შემთხვვევებსა და ვაქცინასაც შორის. ამის გამო, კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა გაიზარდოს ცნობიერება ამ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით და დავრწმუნდეთ, რომ ისინი გაწერილია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ფურცელზე. ყურადღების გამახვილება ამ შესაძლო იშვიათ მდგომარეობაზე, მედიკოსებისა და ვაქცინირებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დაეხმარება დაფიქსირდეს და შემსუბუქდეს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი“, – განაცხადა ემერ კუკმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)