|
2021-03-17 12:12:01, 411 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: სატრანსპორტო რეფორმა 2023 წლისთვის დასრულდება
სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას, 2023 წლისთვის იქნება დასრულებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი. კახა კალაძის თქმით, ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან ის მიკროავტობუსებიც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს დედაქალაქში. „თქვენ იცით, რომ დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლების პროგრამა. 300 ერთეული მიკროავტობუსი უკვე შემოსულია დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობას უკვე ემსახურება, შესაბამისად, შემოდის ახალი, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე მიკროავტობუსებში არ იყო.ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას მგზავრს ჰქონდა საშუალება, რომ ერთი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში ესარგებლა უფასო გადაჯდომით, ამას ემატება მიკროავტობუსებიც, თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს იმ 300 ახალ მიკროავტობუსში, რომელიც მუნიციპალიტეტმა შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, აქამდე თუ ქალაქს 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მოემსახურება 1000 მიკროავტობუსი, მაგრამ დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები იმისთვის, რომ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ყველა უბანი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, პირველი აპრილიდან შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება ახალ მიკროავტობუსებზეც. „იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ, ანალოგიურად, შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსებშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)