|
2021-03-16 23:43:13, 401 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ
„ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“ სურს მსგავსი სახის რიტორიკაში ჩაითრიოს ოპოზიცია. „ორი რამ ხდება, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეულწილად ნიჰილიზმი გააჩინოს ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ საზოგადოებაშიც და ოპოზიციაშიც შეიტანოს აზრთა სხვადასხვაობა, რამდენზე არის ის წამსვლელი ამ მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ ზოგი აკეთებს, მაგალითად, თალაკვაძე არის კონსტრუქციულად განწყობილი და ვიღაცა სხვა აკეთებს რადიკალურ განცხადებებს. მათი მიზანია ჩვენ ჩაგვითრიონ იგივე სახის რიტორიკაში, როგორსაც ისინი იყენებენ, რომ ჩვენც ასევე ვუპასუხოთ, მაგრამ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და შეგნებულად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)