2021-03-13 23:58:58, 629 ნახვა
სამართალი
შსს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ტელეკომპანიის სიუჟეტს, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიცია სექს-მუშაკებს კომენდანტის საათის დროს ესკორტად ემსახურება.
„ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს“, – ნათქვამია შსს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,