|
2021-03-12 13:41:29, 549 ნახვა
საზოგადოება
ესეების კონკურსი - ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი სკოლებისათვის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი სკოლებისათვის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 2021 წელს განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ჩატარდება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა?სად?როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული სახით ჩატარდება. პროექტის მოსამზადებელი ეტაპი 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი კი 2021 წლის მაისში გაიმართება. პროექტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის თემაზე ესეებს მოამზადებენ და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნიან. ფინალური ეტაპისთვის საკონკურსო კომისია 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორს გამოავლენს. ფინალისტებისთვის დასკვნითი კონკურსი zoom-ის ფორმატში გაიმართება, მათ ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ. საბოლოოდ საკონკურსო კომისია 10 საუკეთესო ნაშრომს შეარჩევს. პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)