|
2021-03-11 12:30:19, 415 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. სხდომაზე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შედეგები წარადგინეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი,რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „სამინისტროს, ევროინტეგრაციის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ხელშესახები შედეგები აქვს. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დგას. თანამედროვე სტანდარტების, ტექნოლოგიების დანერგვა და ის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს ქართული პროდუქციის ხარისხის, კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობაა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)