19:41 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 16:43:01, 754 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილმა OSCE-ის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კომიტეტის თემატურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა  ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კომიტეტის თემატურ სხდომაში „კლიმატი და უსაფრთხოება - კლიმატის ცვლილების როლი გარემოსდაცვით გამოწვევებში ” მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების, როგორც აღიარებული გამოწვევის შესახებ ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს საქართველოში აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება კლიმატის ცვლილებისადმი სახელმწიფოში არსებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მადლობა მინდა გადავუხადო OSCE-ს კლიმატის ცვლილების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კლიმატთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების ეფექტიანი გადაჭრის გზების მოძიებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანა აქტიურად მუშაობს სათბურის აირების ემისიების შემცირების საკითხებზე. ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის (NDC) ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics