19:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 15:20:41, 561 ნახვა

სამართალი
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა,  „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავდნენ.

აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის ავტომობილს საპროტესტო ბანერით წინ გადაუდგნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics