|
2021-03-09 23:07:03, 568 ნახვა
კომენტარი
ევროდეპუტატი საქართველოზე - დიალოგის ფასილატაციისთვის ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რაც ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს
„დიალოგის ფასილატაციისთვის ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რაც ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ წლებია საქართველოს მხარს უჭერს და ამას კვლავაც გააგრძელებს. „წლებია საქართველოს მხარს ვუჭერდი, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინდეგრაციას, კვლავ ვაგრძელებ მხარდაჭერას, მაგრამ დრო მოვიდა გამოვთქვა ჩემი ღრმა შეშფოთება. 2019 წლის ივლისადან ჩვენ გვესმოდა ბევრი ცუდი სიახლე თბილისიდან, ერთის გამოკლებით, როცა შედგა 8 მარტის შეთანხმება ოპოციზიასა და ხელისუფლებას შორის. ცუდი სიახლეები კი უკავშირდება ბოლო არჩევნებს, ოპოზიციის ოფისში შეჭრასა და ლიდერის თვითნებური დაკავებას, იმედი მაქვს, პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. ძალიან ვუჭერ მხარს ახალდანიშნულ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის, რაც, ალბათ, ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)