|
2021-03-04 17:28:07, 785 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დეპუტატებს უმასპინძლეს
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ეწვივნენ. დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა DIBS-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. რატი ბრეგაძემ ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა. თეა ნიკოლაშვილმა სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე სტუმრებს სკოლის ისტორია, ამოცანები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი მართვის მხარდაჭერას, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას უკავშირდება. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. 2016-2020 წლებში სკოლაში 232 ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5505 ადამიანმა მიიღო. სკოლის მიზანს ახლო მომავალში ნატოს აკრედიტირებულ ინსტიტუტად პოზიციონირება, მისი რეგიონული დონის ცოდნის ცენტრად ტრანსფორმაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)