13:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 12:16:53, 550 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და გვაქვს მოლოდინი, რომ შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ

„კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და გვაქვს მოლოდინი, რომ შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით თანხა უკვე გადახდილია და მისი მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კვლავაც იყო საუბარი ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით. თუ რას ველოდებით უახლოეს პერიოდში კონკრეტულად „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით. თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მოწოდების ზუსტ თარიღს გვაცნობებენ.

„ფაიზერთან“ მიმართებით ისევ საკონსულტაციო სატელეფონო ზარი უნდა ჩაინიშნოს, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში გადავადება აღმოიფხვრება და დამატებითი პირობა, რომელსაც „ფაიზერი“ სატელეფონო კონსულტაციის დროს გაგვიზიარებს, შესრულდება და ჩვენს შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics