04:12 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 09:44:59, 611 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - არ არის გამორიცხული, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას იძულების წესით შეეცადონ

„არ არის გამორიცხული, რომ იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ ჰქონდათ.

„თუ მათ რაიმეს გადაცემა სურდანთ ნიკა მელიასთვის, ჩემთვის გადმოცემა ნიშნავდა ნიკასთვის გადაცემას. მე შემიძლია ნიკა მელიას სახელით როგორც მისმა წარმომადგენელმა მოვაწერო ხელი თუმცა გამოაშკარავდა მათი მიზანი. თუ გავაანალიზებთ პოლიციელების უკანონო ქმედებას არ არის გამორიცხული, რომ იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას. შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა, რადგან თუ მათი მიზანი იყო დოკუმენტის გადაცემა, შეეძლოთ ჩემთვის გადმოეცათ“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics