|
2021-02-13 11:52:59, 664 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წერილით მიმართავს
მსოფლიო პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წერილით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი, პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი, ნიკოლოზ გრაფი, ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე. წერილს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს უგზავნის, საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უცვლელად ავრცელებს. „უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და თანამწირველო, მეუფე ილია, გეხვევით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგახსენებთ. ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი (Duan Gonson), პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი (Listerman-Vierling), ნიკოლოზ გრაფი(Nicolas Graff), ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი (kevin millsaps) და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე. ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა, როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღთისმსახურო ურთიერთობაში. გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით. ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი“,- აღნიშნულია წერილში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)