2015-10-06 11:35:38, 519 ნახვა
საზოგადოება
მინისტრების მონაწილეობით, დღეს მორაგბეთა მხარდამჭერი მატჩი გაიმართება
ქართველი ბორჟღალოსნების მხარდასაჭერად რაგბს დღეს დავით სერგეენკო და ტარიელ ხეჩიკაშვილი ითამაშებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შევარდენის სტადიონი დღეს მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერ მატჩს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და სამინისტროების სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. გუნდებს მინისტრები უკაპიტნებენ.
ამხანაგური მატჩის მიზანს ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს. მატჩს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგენგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები დაეწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან