|
2021-02-11 10:52:35, 624 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს მე-2 შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს მე-2 შეხვედრას დაესწრო. ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ მიზანი წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაა. „წალკა ძალიან დიდი პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია, სადაც სოფლის მეურნეობა არის წამყვანი მიმართულება და ადგილობრივი ინიციატივები, რომლებიც სოფლის მეურნეობის უკეთ წარმართვის საშუალებას იძლევა, ბუნებრივია, მხარდაჭერილი იქნება. ევროკავშირის თანადგომით, სახელმწიფოს დღის წესრიგში აქვს, რეგიონებში ადგილობრივი ინიციატივების მეტად წახალისება მოხდეს ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ აღნიშნა, ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) ერთად. ონლაინ შეხვედრას წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე, პროგრამის ოფიცერი, ჟორჟ დეუ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)