03:00 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 20:20:20, 575 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „სირცხვილია“ - შსს-მ იმ მოქალაქეთა დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ

„შსს-მ იმ მოქალაქეთა დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ“, - ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილია“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000 ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს - აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის დღეს:

„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება.”

შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000 ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics