2015-10-05 10:03:17, 650 ნახვა
საზოგადოება
მინისტრების მონაწილეობით, დღეს კაპიტნის თამაშის წინამოსამზადებელი მატჩი გაიმართება
მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერი მატჩი მინისტრები მონაწილეობით 6 ოქტომბერს გაიმართება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მატჩში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. მანამდე კი დღეს მატჩის წინამოსამზადებელი შეხვედრა იგივე - კაპიტნის თამაში გაიმართება.
ამხანაგური მატჩის მიზანს ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს.
მატჩს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგენგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან