2021-02-03 12:41:57, 632 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა განახლდა
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა განახლდა.
როგორ მისი ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი აღნიშნავს, საკითხი ბუტა რობაქიძის საქმეს ეხება.
„ეს საკითხი ეხება, ბუტა რობაქიძის საქმეს, იცით რომ 15 წლის შემდეგ ბრალდება წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილს უფლებამოსილების გადამეტების გამო, ერთი მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ, ეს საქმე დასჭირდათ ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნისთვის და 15 წლის შემდეგ გააცოცხლეს. არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობს ამ საქმეში. იმას გიდასტურებთ შემოდგომით ამ პროცესის მიმდინარეობა და საქმის განხილვა პანდემიის გამო შეწყდა. ეს საქმე იმისთვის დასჭირდათ რომ, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში გაეჩერებინათ, რადგან 20 ივნისის საქმეზე დიდი ხნით ვერ ეყოლებოდათ“, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან