00:09 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 11:16:37, 523 ნახვა

საზოგადოება
„ნუ დაემსგავსები ბრუტუსს“ - პარლამენტთან „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამასთან, აქტივისტები პარლამენტში „მოქალაქეების“ წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შესვლასაც აპროტესტებენ.

ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს და აღნიშნეს, რომ პარლამენტში მყოფი დეპუტატების ადგილი სანაგვეზეა.

„კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, როგორ მოგვპარა ბიძინა ივანიშვილმა ჟვანიას ხელით გაყალბებული არჩევნები. დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება ასახავს ქვეყანაში არსებულ მოვლენებს. ალეკო ელისაშვილიც და სხვა დეპუტატებიც, ვინც პარლამენტში ოპოზიციური სპექტრიდან შევლიან, ყველას ადგილი იქნება ნაგვის ურნაში. აქ წერია „ნუ დაემსგავსები ბრუტუსს“, ამ მომენტისთვის ქართული პოლიტიკისთვის და ოპოზიციური სპექტრისთვის ალეკო ელისაშვილი არის ბრუტუსი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics