|
2015-10-03 22:39:40, 1321 ნახვა
კომენტარი
რევაზ არველაძე: აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალი არ არის
აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალი არ არის, - ამის შესახებ რევაზ არველაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. არველაძემ ლევან კობიაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და უსურვა, იმაზე მეტი შეძლოს, რაც მისმა წინამორბედებმა შეძლეს. „მინდა აბსოლუტურად ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო ლევან კობიაშვილს. მინდა მან იმაზე მეტი შეძლოს, რაც შეძლეს მისმა წინამორბედებმა და ფედერაციამ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 40 დღის განმავლობაში ასე მშვიდად არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 15 ადამიანს, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე გვერდში დამიდგნენ, მათ შორის ძალიან დიდი მადლობა კახა ებრალიძესა და გიორგი შარაბიძეს. თუ ოდესმე ვიფიქრებდი, რომ ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა, არც ჩემ თავს, არც მეგობრებს და არც ოჯახს ამდენს არ ვანერვიულებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ყველაზე უზენაესი და დიდი მიზნისთვის - ფეხბურთისთვის კეთდება. რაც გამოვიდა, გამოვიდა. აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის. ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არაუშავს, გავუძლებ და ისევ ამაყად, თავაწეული ვივლი ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)