|
2021-01-28 23:26:14, 540 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, კარტოგრაფებისთვის აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა
„არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, კარტოგრაფებისთვის აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. „ამის დადასტურებაა ის, რომ, ხომ არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა. ხომ გასაგებია, რომ ჩვეულებრივი ზემოდან დაკვეთა იყო. გამოჩნდა ისე, რომ პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. ისიც ხომ არავის სჯერა, რომ ამ ხელისუფლების შიგნითაც კი, პროკურატურაში, ვინმეს მართლა, გულწრფელად სჯეროდეს, ეს ხალხი პასუხისმგებელია იმაზე, რომ 4000 ჰექტარი მიწა, ქართული მიწა, აჩუქეს ვიღაცას, 2000 ლარად ხომ არავინ გამოუშვებდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)