11:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 14:00:44, 810 ნახვა

სამართალი
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაგრძელდება

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაგრძელდება. ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთასა და მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. დაკავებისას ის ფეხის არეში დაიჭრა.

გასული წლის დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics