|
2021-01-27 11:55:18, 659 ნახვა
კომენტარი
მეუფე დანიელი - დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს
სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის, - ასე ეხმაურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას. როგორც მეუფე დანიელი აღნიშნავს, დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე ეპარქია იმსჯელებს და უახლოეს მომავალში მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს. „მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია მიტროპოლიტი დანიელის განცხადებაში. ცნობისთვის, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ 26 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ პარაზიტობას, „შტერად ყოფნას“ და „ვირად გაზრდას“ ჯობია ბავშვი პატარაობაშივე მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)