00:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 20:51:55, 605 ნახვა

საზოგადოება
ინგა გრიგოლია: როცა თქვენ სიმართლის გაჟღერება დაგჭირდებათ, მიკროფონით ხელში აღარავინ მოვა

„როცა თქვენ სიმართლის გაჟღერება დაგჭირდებათ, ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას“, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  „რუსთავი 2“–თან დაკავშრებით განვითარებულ მოვლენებს.

„ვისაც გიხარიათ-ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები...გავა დრო(ძალიან მცირე დრო) და როცა თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის გაჟღერება( რომელიც ამ წუთებში შეიძლება არ გჭირდებათ), ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას,იმიტომ რომ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა მიკროფონით ხელში,უბრალოდ სივრცე აღარ გექნებათ ამისთვის..სამწუხაროდ .....ალბათ ამ ჩემს დღევანდელ სტატუსს ორ-სამ წელიწადში გამახსენებს ფეისბუქი...“, – წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი  კომპანია,  51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს.  მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ორი პოლიტიკური თოქშოუ- რეაქცია და იმედის კვირა  დაიხურა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics