|
2021-01-11 11:57:19, 528 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ანა გაბეჩავა დაიკითხება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ანა გაბეჩავა დაიკითხება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის ერთ-ერთი „ოქროს მოწმე“ გიორგი ქათამაძე და ექსპერტიც დაიკითხებიან. „საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულის ნაწილებზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მათი ლოკალიზაციიდან გამომდინარე განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით. აღნიშნული პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მას მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდენენ და გადააგდეს წყალში. დაიკითხებიან გიორგი ქათამაძე, ანი გაბეჩავა და ერთ-ერთი ექსპერტი რომელმაც იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან გამოითხოვა მასალა“, - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)